კარლ ლაგერფელდის ჰულაჰუპისგან დამზადებული ჩანთები

კარლ ლაგერფელდის ჰულაჰუპისგან დამზადებული ჩანთები

მოდის სახლ Chanel-ის ბოლო ჩვენებაზე დიზაინერმა კარლ ლაგერფელდმა საზოგადოებას ჰულაჰუპისგან დამზადებული ჩანთები შესთავაზა.

პარიზში გამართულ შანელის 2013 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ლაგერფელდმა ტყავის უზარმაზარი ჩანთა წარმოადგინა, რომელსაც სახელურებად ჰულაჰუპები აქვს.

აქსესუარი მოდურად და უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა დიდი ზომის გამო საეჭვოა, გაყიდვების ჰიტად იქცეს.

ახალი კოლექციის ფარგლებში ბრენდმა მისი მინიატურული ვარიანტიც შექმნა. ის არა მხარზე, არამედ ხელით ტარებისთვის არის გამიზნული. ექსპერტთა ვარაუდით, ამ პატარა ჩანთას მყიდველები მაღაზიების თაროებიდან უმოკლეს ხანში დაიტაცებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს