პირველადი მოხმარების პროდუქტი გაიაფებას იწყებს

პირველადი მოხმარების პროდუქტი გაიაფებას იწყებს

პირველადი მოხმარების პროდუქტი გაიაფებას იწყებს. 2012 წლის სექტემბერში, 2011 წლის სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში - 0,1 პროცენტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი და სასტუმრო, კაფე და რესტორანი.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 2,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში - 0,33 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი და სხვა ტკბილეული (9,6 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (7,2 პროცენტი); ზეთი და ცხიმი (4,9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (4,9 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,31 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტზე (22,1 პროცენტი).

სასტუმრო, კაფე და რესტორანი: ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა რესტორნებისა და კაფეების ქვეჯგუფზე (6,6 პროცენტი).

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ