ჯაკუზი-ნავი

ჯაკუზი-ნავი

ნიდერლანდებში ჯაკუზი-ნავი შექმნეს. მსურველს ჯაკუზიში ნებივრობა და მდინარის თვალწარმტაცი ხედით ტკბობა ერთდროულად შეუძლია. ნავი "Hot Tub" ღუმელისგან და პროპელერისგან შედგება. თუმცა, მას ერთი მინუსი აქვს - ნავის წყლით ავსებასა და სასურველ ტემპერატურამდე გაცხელებას 3 საათი სჭირდება.

როგორც ჯაკუზი-ნავის შემქმნელები აცხადებენ, ჯაკუზიში წყალი კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად ნებისმიერ ტემპერატურაზე თბება. Hot Tub ხისგანაა დამზადებული. ჯაკუზიში ნებივრობა მაქსიმუმ 6 ადამიანს შეუძლია. მისი ღირებულება 13 000 გირვანქა სტერლინგია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს