მსოფლიოში ყველაზე მაღალი მზესუმზირები

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მზესუმზირები

ქალაქ უიგანში მცხოვრები 67 წლის მებაღე რიჩარდ ჰოუფი ბრიტანეთში ყველაზე მაღალი მზესუმზირების მფლობელია. ბრიტანეთის წვიმიან ამინდს მზესუმზირის გაზრდისთვის ხელი არ შეუშლია. მზესუმზირების სიმაღლე 8 მეტრია და რიჩარდი იმედოვნებს, რომ მალე გინესის  რეკორდების წიგნშიც შევა.

რიჩარდს ღრუბლიან ცასთან და ნაადრევ ყინვასთან ბრძოლა უწევდა, თუმცა, მისი გარჯა ნამდვილად დაფასდა - მზესუმზირებმა 8 მეტრს მიაღწიეს.

მზესუმზირის ხილვა რიჩარდის 2 სართულიანი სახლის კედელზეა შესაძლებელი. რიჩარდი მზესუმზირების მოვლას დღეში რამდენიმე საათს უთმობს. შესაძლოა, ისინი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდეს, როგორც ყველაზე მაღალი მზესუმზირები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს