ყოველ მეორე მფრინავს თვითმფრინავის საჭესთან სძინავს

ყოველ მეორე მფრინავს თვითმფრინავის საჭესთან სძინავს

შვედური ავიაკომპანიის მფრინავთა 50%-მა აღიარა, რომ მათ ჰქონდათ შემთხვევები, როცა ფრენის დროს ეძინათ. ამის მიზეზი დაღლილობაა.

"გამოკითხვამ, რომელიც მფრინავებს შორის ჩავატარეთ, აჩვენა, რომ ყოველ მეორე მფრინავს თვითმფრინავის სალონში სძინავს",- აცხადებს მფრინავთა შვედური ასოციაციის პრეზიდენტი ჰუნერ მანდალი.

ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნების მფრინავთა ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნავს ფრანგული გაზეთი Le Monde.

მფრინავთა უსაფრთხოების ევროპული სააგენტო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით გამოვიდა. ახალი წესები ძალაში 2015 წლის ბოლოს შევა. ის დასვენების საათების გაზრდას ითვალისწინებს.

მომზადებულია Le Monde-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს