"მოშინაურებული მოჩვენება"

"მოშინაურებული მოჩვენება"

ჰელოუვინი ახლოვდება და უცხოეთში, დახლებზე უკვე ჩნდება ახალ-ახალი გასართობი, მეგობრების შესაშინებლად განკუთვნილი პროდუქტები. ერთ-ერთი ასეთი სათამაშო მოშინაურებული მოჩვენებაა.

My Pet Ghost - ”ჩემი მოშინაურებული მოჩვენება”, სწორედ ასე ჰქვია პატარა შავ ბოთლს, რომელსაც ეკრანი აქვს დამონტაჟებული. სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე მოჩვენება ჩნდება, რომელიც საუბარს იწყებს.

ეს ახალი გასართობი კომპანია Hallmark-მა გამოუშვა. სულ სამი შინაური მოჩვენება არსებობს, მათ განსხვავებული ვიზუალი და სახელები აქვთ: ჟენევიევ რაფლზი, ჯულიან ჰიჯინქსი და მაქსველ მაკსპუკი.

მწარმოებელი დარმწუნებულია, რომ მათი შინაური მოჩვენებები ჰელოუვინის დღესასწაულზე პოპულარული იქნება.

შინაური მოჩვენება

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს