მოცარტის ოპერას რეკლამა პრეზერვატივით გაუკეთეს

მოცარტის ოპერას რეკლამა პრეზერვატივით გაუკეთეს

ბრიტანეთის ეროვნულმა ოპერამ მოცარტის ოპერის - "დონ ჟუანის" ახალი დადგმისთვის პროვოკაციული აფიშა გამოუშვა. სარეკლამო პლაკატებზე პრეზერვატივის გაგლეჯილი შეფუთვაა გამოსახული და დიდი ასოებით აწერია: "დონ ჟუანი. მალე".

ინგლისის ეროვნული ოპერის წარმომადგენელის თქმით, ასეთი მარკეტინგული სვლა "თავად ოპერის არსს ასახავს", ისე, როგორიც იგი დამდგმელმა რეჟისორმა რუფუს ნორისმა ჩაიფიქრა.

"ჩვენ სასაცილო და მახვილგონივრული რეკლამა გვინდოდა",- აცხადებენ ოპერის წარმომადგენლები, მაგრამ Twitter-ის მომხმარებლებმა რეკლამა "ვულგარულად" მიიჩნიეს.

მაყურებელი ოპერის ინტერპრეტაციამ გააოგნა. ნორისის ჩანაფიქრით, დონ ჟუანი მაყურებლის წინაშე ბანალური მოძალადის სახით წარსდგა.

მომზადებულია The Evening Standard-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს