ფლორიდის ზოოპარკში ვეფხვის ბოკვერთან ერთად ცურვა შეგიძლიათ

ფლორიდის ზოოპარკში ვეფხვის ბოკვერთან ერთად ცურვა შეგიძლიათ

ფლორიდის კერძო ზოოპარკში Dade City's Wild Things 200 დოლარად ვეფხვის ბოკვერთან ერთად აუზში ცურვა შეიძლება. 

ზოოპარკში რამდენიმე პატარა ვეფხვია და ზოოპარკის სტუმრებს მათთან გართობა ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლიათ. თუკი ცხოველთან ფოტოსა და ვიდეოს გადაღება გსურთ, დამატებით 10 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

ზოოპარკის ადმინისტრაციას ცხოველთა უფლებების დამცველები ხშირად აკრიტიკებენ - როცა ბოკვერს წყალში ჩასვლა არ სურს, მწვრთნელი აუზში ძალით აგდებს და სტუმართან თამაშს აიძულებს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს