ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები მცირდება

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები მცირდება

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები მცირდება. თბილისის აფთიაქებში რიგ მედიკამენტებზე ფასებმა დაიწია, რასაც წინ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრა უძღოდა, რომელზეც ივანიშვილმა ბიზნეს-სექტორს მოუწოდა, "ჭკუას მოუხმონ და მოგონილი ფასები დაწიონ".

როგორც კომპანია "პე-ეს-პე"-ში ამბობენ, მედიკამენტებზე ფასების შემცირება პერმანენტულად უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს.

"წამლებზე ფასების გაიაფება მანამდეც ხდებოდა, დღესაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ერთბაშად გაიაფება არ იგეგმება", - განაცხადეს "პე-ეს-პე"-ში.

"ფასების შემცირება პარალელურ რეჟიმში მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ფასების კონტროლს და როცა ამის შესაძლებობა არსებობს, ყოველთვის ვამცირებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განმარტეს "ავერსში".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ