ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ლედი გაგა, რომელიც ცნობილია მაღალი ქუსლების სიყვარულით, მოდის დოღში უკან ჩამოიტოვეს. დიზაინერმა ლიენ ვან დერ ვაიერმა მსოფლიოში ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შექმნა. ფეხსაცმელი მოდის ინდუსტრიის ნამდვილ ჰიტად იქცა.

დიზაინერმა, რომელმაც სწავლა სულ ახლახან დაამთავრა, ისეთი ფეხსაცმელი შექმნა, რომ მისი დანახვისას ბევრს შიშის გრძნობაც კი ეუფლება.

"მომწონს, როდესაც მისი დანახვისას ადამიანები სხვადასხვა ემოციებს გამოხატავენ. პროექტი უცნაური და მხიარულია, მაგრამ ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ უგულებელყოფს მოდის ინდუსტრია ადამიანის სხეულს. ის, ფაქტობრივად, მის შეცვლას ცდილობს", - განაცხადა ლიენმა The Daily Mail-თან საუბრისას.

ფეხსაცმლის ქუსლის ზომა რამდენჯერმე აღემატება დღემდე ყველაზე მაღალ, 30 სანტიმეტრიან ქუსლს.

დასავლური მედია წერს, რომ ლედი გაგას სტილისტები უბრალოდ ვალდებულნი არიან ამ გოგონას ნიჭს ყურადღება მიაქციონ, რადგან ის მთლიანად იმეორებს ეპატაჟური მომღერლის სტილს და დიდი შანსია, რომ მისი პირადი დიზაინერიც გახდეს.

ამსტერდამში ყველაზე მაღალი ქუსლი შექმნეს

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს