"შეშლილი სახლი" ვიეტნამში

"შეშლილი სახლი" ვიეტნამში

ვიეტნამში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო ჰანგ ნგა (Hang Nga), რომელიც ტურისტებში ცნობილია "შეშლილი სახლის" (Crazy House) სახელით, ზღაპრულ სასახლეს ჰგავს. როგორც სასტუმროდან გამოსული ადამიანები ყვებიან, შენობაში ყოფნისას ისეთი განცდა ჰქონდათ, თითქოს ზღაპარი რეალობად იქცა. 

სასტუმროში 10 საძინებელია, სხვადასხვა თემატიკის ოთახი, უჩვეულო დიზაინის ინტერიერი და ხელით ნაკეთი ავეჯი; განსაკუთრებით შთამბეჭდავია კიბეები და დერეფნები, რომელიც გამოქვაბულს მოგაგონებთ. სასტუმროში შეგხვდებათ ვეფხვის ოთახი, სადაც უზარმაზარი ვეფხვის სკულპტურა დგას. კენგურუს ოთახს კი კენგურუს სკულპტურა ამშვენებს.

სასტუმრო 1990 წელს აშენდა. "შეშლილი სახლი" მსოფლიოს ყველაზე უცნაური ნაგებობების სიაშია და ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს