სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნილია

სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნილია

ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პრეისტორიული მონუმენტის - სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნილია.

ინგლისური კომპანია English Heritage-ის კვლევის შედეგად ქვების ზედაპირზე 72 გამოსახულება აღმოჩნდა, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია. გაჩნდა მოსაზრება, რომ სტოუნჰენჯი არა მხოლოდ ტაძარი, არამედ უძველესი სამხატვრო გალერეაც იყო.

ნეოლითის ეპოქის 83 ნანგრევიდან მხოლოდ 5-ია მხატვრული ჩუქურთმებით დაფარული. ნახატებზე იმ ეპოქის საბრძოლო იარაღებია გამოსახული. ჩუქურთმები, მეცნიერთა თქმით, ბრინჯაოს ხანაში ჩვ.წ.აღ. 18-15 საუკუნეებში შეიქმნა.

არქეოლოგებს ჩუქურთმების აღმოსაჩენად ქვების ზედაპირიდან 22 მმ სისქის ფენის აღება და ლაზერული 3D სკანირების ჩატარება დასჭირდათ, მოგვიანებით კი მიღებული სამგანზომილებიანი გამოსახულებები შეისწავლეს.

კვლევამ ქვის ლოდების დამუშავების ახალ დეტალებს მოჰფინა ნათელი. აღმოჩნდა, რომ გარე და შიდა წრეებზე განთავსებული ქვები განსხვავებული ტექნოლოგიითაა დამუშავებული. ეს განსხვავება, სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ სტოუნჰენჯის სხვადასხვა ელემენტი სხვადასხვა დროს აღიმართა.

ლაზერული სკანირების შედეგად ასევე გაირკვა, რომ ძეგლის "ფასადი" ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ზამთრის ბუნიობის დროს მზე სწორედ ჩრდილო-აღმოსავლეთის საპირისპირო მხარეს ჩადის. ეს ჰიპოთეზა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი ქვის შესწავლამაც დაადასტურა, რომელიც ბუნიობის დღეს რიტუალების მონაწილეებს ჩამავალი მზის განსხვავებულად დანახვის საშუალებას აძლევდა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს