სპეციალისტებმა პანდის ფორმა ჩაიცვეს

სპეციალისტებმა პანდის ფორმა ჩაიცვეს

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მდებარე ვოლუნის ნაკრძალში მომუშავე სპეციალისტებს პანდის ფორმა აცვიათ, რადგანაც პატარა პანდას - ტაო ტაოს ადამიანები არასდროს უნახავს. ნაკრძალის მომსახურე პერსონალისთვის სპეციალურად პანდის ფორმის კოსტუმები იკერება. ტერიტორიაზე კოსტუმის გარეშე შესვლა აკრძალულია. ტაო ტაოს ველურ ბუნებაში გასაშვებად ამზადებენ. დედამისი უკვე დაუბრუნდა მშობლიურ გარემოს.

იმისთვის, რომ პატარა პანდამ ადამიანის სუნი არ იგრძნოს, კოსტუმები პანდას შარდითაა გაჟღენთილი.

როდესაც ტაო ტაო 6 თვის იყო, მისი დედა მთიან რეგიონში დააბრუნეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ტაო ტაოსა და დედამისს სპეციალისტები ახლო მანძილიდან აკვირდებოდნენ.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს