ბუშტების ლაბირინთი

ბუშტების ლაბირინთი

ბუშტები ნებისმიერ ღონისძიებას სიხალისეს მატებს. სწორედ ამ მიზნით შექმნა მარტინ კრიდმა ბუშტების ლაბირინთი.

ბუშტების ლაბირინთი რამდენიმე ოთახს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფერის ბუშტებითაა სავსე. ლაბირინთში ადამიანები შედიან და ცდილობენ გასასვლელს მიაგნონ. ამ ლაბირინთის იდეა ადამიანებში დადებითი ემოციების აღძვრაა. ყველა, ვინც ბუშტებით სავსე ოთახში ფეხს შეაბიჯებს, სიცილს ვერ იკავებს.

იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსგავსი ატრაქციონის გაკეთება სხვადასხვა ქვეყნებში მოინდომეს. ამჯერად ბუშტების ლაბირინთი მხოლოდ ჩიკაგოშია. მომავალში ის კლივლენდში გადაინაცვლებს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს