ერთფეროვანი ანგელა მერკელი

ერთფეროვანი ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე ხშირად ამბობენ - ანგელამ იცის რა მოსწონს და მოსწონს, რაც აცვია. ზოგადად, ანგელა დიზაინერების რჩევებს ყურადღებას არასდროს აქცევს და მნიშვნელოვან შეხვედრებზეც კი საკუთარი გემოვნებით იმოსება.

კანცლერს მუდამ ერთი სტილის პიჯაკი აცვია - პიჯაკს ყოველთვის სამი ღილი (იშვიათად ოთხი) და გვერდებზე 2 ჯიბე (ერთი მკერდზე) აქვს. მერკელის სამოსზე გერმანელი დიზაინერი ბეტინა შოენბასი ზრუნავს.

რამდენიმე თვის წინ Chanel-ის მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფილდმა გერმანიის კანცლერს გარეგნული იერი შეუქო და რამდენიმე კონკრეტული რჩევაც მისცა.

"მთლიანობაში ის სწორად იმოსება, თუმცა, თარგი უმჯობესია, უფრო ”აკურატული” იყოს, ბლუზაზე მოცმული პიჯაკები კი არ შეიკრას. შარვალიც უკეთ უნდა იყოს აჭრილი. თმის ფერი და ვარცხნილობა ყოველთვის უხდება მის საყვარელ ცისფერ თვალებს და წაწვეტებულ ცხვირს", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლაგერფილდმა.

მერკელს თითქმის არასდროს აცვია კაბები, მის გარდერობში მხოლოდ შარვალ-კოსტუმებია. ჟურნალისტები მას ხშირად აკრიტიკებენ საკმაოდ ერთფეროვანი და მკაცრი სტილის გამო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს