ბრიტანელ მამებს დეკრეტულ შვებულებაში გაუშვებენ

ბრიტანელ მამებს დეკრეტულ შვებულებაში გაუშვებენ

დიდ ბრიტანეთში მამაკაცებს ბავშვის მოსავლელად 6 თვიანი დეკრეტული შვებულების აღების უფლებას მისცემენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბავშვის დედა სამსახურს უბრუნდება. თუ ქალი ოჯახში ძირითადი შემომტანია, ეს მას შესაძლებლობას მისცემს, სამსახურს მშობიარობიდან ორ კვირაში დაუბრუნდეს.

ქალები ბავშვის მოსავლელად შვებულებას ავტომატურად მიიღებენ და მისი გადაცემა საკუთარი მეუღლისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ განცხადებას დაწერენ.

მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტი დევიდ კემერონი ამ ინიციატივას ოქტომბრის ბოლოს წამოაყენებს. ამასთან, ინიციატივა ძალაში 2015 წელს შევა. ამ დროისთვის მთავრობამ უნდა განსაზღვროს, თუ  როგორ აისახება იგი ბიზნესზე.

ამჟამად, დიდ ბრიტანეთში ქალები მშობიარობიდან პირველი ექვსი კვირა ჩვილთან ერთად სახლში რჩებიან და საკუთარი ხელფასის 90%-ს იღებენ. შემდეგ კი მათ ბავშვის მოსავლელად 33 კვირის მოთხოვნით განცხადების შეტანა შეუძლიათ. ამ პერიოდში ისინი მათი ჩვეული ხელფასის 90%-ის ექვივალენტურ თანხას, ან კვირაში 170 ევროს იღებენ, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ნაკლები აღმოჩნდება.

მამაკაცს ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ ორკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების აღების უფლება აქვს.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის ახალი წინადადება წელიწადში 420 000 ახალგაზრდა ოჯახს შეეხება. მრეწველობის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ინოვაცია ეკონომიკურად მომგებიანი 13,5 ათასი წყვილისთვის აღმოჩნდება. ამასთან, მთავრობას ახალი ელექტრონული სისტემის შემოღება მოუწევს, რომლის დახმარებითაც გაარკვევენ, ორივე მშობელი შვებულებაში ერთდროულად ხომ არ გავიდა. მხოლოდ მის შექმნას თითქმის 27,4 მლნ ევრო დასჭირდება.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს