ქართულ ბაზარზე პური გაძვირდა

ქართულ ბაზარზე პური გაძვირდა

ქართულ ბაზარზე პური გაძვირდა. ინფორმაციას პურპროდუქტების ასოციაცია ადასტურებს.

ფასების მატებაზე სუპერმარკეტებშიც საუბრობენ. კონსულტანტების ინფორმაციით, ქარხნული პური 5  თეთრით გაძვირდა.

ექსპერტები პურის ბაზარზე არსებულ ვითარებას საერთაშორისო ტენდენციებს უკავშირებენ. სპეციალისტების თქმით, პურის გაძვირება მოსალოდნელი იყო, რადგანაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მარაგის სერიოზული კრიზისია.

არასახარბიელო ვითარებაა რუსეთში და უკრაინაში. რაც შეეხება ყაზახეთს, მოსავლის ოდენობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ხარისხი დაბალია.

ხორბლის გაძვირების პარალელურად ქართულ ბაზარზე ფქვილიც გაძვირდა. ერთი ტომარა ფქვილის ფასი 44-45 ლარია. მწარმოებლების თქმით, პურის ღირებულების განსაზღვრაში 50 პროცენტს სწორედ ფქვილის ფასი შეადგენს.

არსებული სტატისტიკით, საქართველოში ყოველთვიურად 100 000 ტონა ხორბალი შემოდის.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ