ბანკების მხრიდან საკრედიტო აქტივობის ზრდაა მოსალოდნელი

ბანკების მხრიდან საკრედიტო აქტივობის ზრდაა მოსალოდნელი

საბანკო სექტორში არსებული მაღალი ლიკვიდობის გათვალისწინებით, მომდევნო თვეების განმავლობაში მოსალოდნელია ბანკების მხრიდან საკრედიტო აქტივობის ზრდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზეა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა არ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საკრედიტო აქტივობის მოსალოდნელ ზრდაზე კომერციულ ბანკებშიც საუბრობენ. ბანკებისთვის პრიორიტეტი ამ მიმართულებით კვლავ სამომხმარებლო და ბიზნეს-კრედიტები იქნება, რადგან აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ