მოდაში ჭარბწონიანი ქალებია

მოდაში ჭარბწონიანი ქალებია

23 წლის ავსტრალიელი მოდელი რობინ ლავლი Cosmopolitan-ის ავსტრალიური გამოცემის ნოემბრის თვის ნომრისთვის გადაიღეს. იგი ჭარბწონიანი ქალებისთვის შეკერილ სამოსს უკეთებს რეკლამას.

რობინი ე.წ. Plus-size მოდელია. ტერმინი Plus-size გამოიყენება იმ სამოსის მიმართ, რომელიც ზედმეტი წონის ადამიანებისთვის იკერება. მოდელებს, რომლებიც ამ პროექტებში მონაწილეობენ, მოდელის სტანდარტული პარამეტრები არ აქვთ.

რობინის ფოტოებმა განსაკუთრებით მამაკაცები მოხიბლა. მათ განაცხადეს, რომ მასში გაცილებით მეტი სექსუალურობა, ბუნებრივობა და მიმზიდველობაა.

საცურაო კოსტუმში გამოწყობილი რობინის ფოტოები Cosmopolitan-ში დაიბეჭდება. რობინმა უკვე დაამშვენა იტალიური Vogue-სა და ფრანგული Elle-ს გარეკანი. რობინი 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს