Sotheby's-ის აუქციონზე რიხტერის ნახატი 34 მლნ დოლარად გაიყიდა

Sotheby's-ის აუქციონზე რიხტერის ნახატი 34 მლნ დოლარად გაიყიდა

ცნობილი გერმანელი მხატვრის გერჰარდ რიხტერის "აბსტრაქტული ნახატი" ლონდონში, Sotheby's თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე 34 მლნ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის ორგანიზატორთა თქმით, ლოტის საბოლოო ფასმა ექსპერტების პროგნოზს 1,5-ჯერ გადააჭარბა.

"ადამიანები ჯერ ისევ მზად არიან კარგ ტილოში დიდი თანხა გადაიხადონ. "აბსტრაქტული ნახატის" წინა მფლობელმა, როკ-მუსიკოსმა ერიკ კლეპტონმა ტილო 2001 წელს 500 000 დოლარად იყიდა", - განაცხადა ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნემ კრისტოფ ვან დე ბეგმა.

რიხტერის ნამუშევრის ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება. ტილოს ავტორი ადრე აცხადებდა, რომ თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებზე ფასები "ისეთივე აბსურდულია, როგორც საბანკო კრიზისი" და მას საკუთარი ნამუშევრების ფასები უხერხულობას უქმნის.

რიხტერი თანამედროვე მხატვრებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია. ბოლო წლების განმავლობაში მისი ნამუშევრების უმრავლესობა რამდენიმე ათეულ მლნ დოლარად გაიყიდა. წინა რეკორდი ეკუთვნის ნახატს ციკლიდან "სანთელი", რომელიც 2011 წელს 16,6 მლნ დოლარად შეიძინეს.

ორგანიზატორთა განცხადებით, აუქციონზე გაყიდული ტილოების სიაში პოპ-არტის დამფუძნებლის ენდი უორჰოლის ნამუშევრებიც მოხვდა - ამერიკელი კინოვარსკვლავის ლაიზა მინელის პორტრეტი 600 000 დოლარად გაიყიდა, თავად მხატვრის ავტოპორტრეტი კი - 770 000 დოლარად.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს