რა გიმაღლებთ განწყობას? კარგი ამინდი, სასიამოვნო სიახლეები, საჩუქრები... ამ სიას შეგვიძლია დავამატოთ... პროდუქტები - ირწმუნებიან ინგლისელი მეცნიერები. და მაინც, რომელ საჭმელს მოაქვს ბედნიერება?
მაშ ასე, ბედნიერების მომტანი პროდუქტებიდან პირველ ადგილზეა კარტოფილი "ფრი". ექსპერტები თვლიან, რომ ბევრისთვის ეს ნუგბარი დასვენებასთან და განცხრომასთან ასოცირდება.
მეორე ადგილზეა - საკონდიტრო ნაწარმი: რძიანი შოკოლადი, ორცხობილა, ტორტები და ნამცხვრები. ეს პროდუქტები სისხლში მაღლა სწევს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) დონეს, რის შედეგადაც ცუდი ხასიათისგან კვალიც არ რჩება.
სიაში მესამე ადგილზეა – ხიზილალა. მაგიდასთან მიტანილი წითელი ან შავი ხიზილალა დადებით ემოციებს იწვევს, რადგან ის სიმდიდრესა და კეთილდღეობასთან ასოცირდება.