ჩიტის სკლინტით დაწერილი მუსიკა

ჩიტის სკლინტით დაწერილი მუსიკა

ბრიტანელი მუსიკოსი კერი მორისონი უჩვეულო იდეის განხორციელებას აპირებს. მას სურს კლასიკური ჟანრის მუსიკა ჩიტების ექსკრემენტების მიხედვით დაწეროს.

ჩანაფიქრის განსახორციელებლად მან ლივერპულის ერთ-ერთი პარკი გიგანტური ქაღალდის ნოტებით მოფინა. განზრახვა მარტივია: ორკესტრი დაუკრავს ნოტს, რომელზეც ექსკრემენტი ჩამოვარდება. მიუხედავად იმისა, რომ კერი მორისონის ეს ახირებული წამოწყება მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის, მან მაინც მოახერხა გარშემო რამდენიმე მომხრე შემოეკრიბა.

"მაინცდამაინც არ გვიმართლებს ჩიტების "საჩუქრების" შეგროვებაში, ზოგჯერ კი ჩიტები ჩამოფრინდებიან და ნოტებზე დელიკატურ ნაფეხურებს ტოვებენ, რაც საქმეს გვირთულებს", - ამბობს მუსიკოსი.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს