ქალს ტელეფონის გადასახადის სახით 11 კვადრილიონი ევრო მოუვიდა

ქალს ტელეფონის გადასახადის სახით 11 კვადრილიონი ევრო მოუვიდა

ფრანგ ქალს, სან-ხოსეს კომპანია Bouygues Telecom-მა სატელეფონო დავალიანების - 11 კვადრილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სან-ხოსემ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა მოისურვა.

Bouygues Telecom-იდან მას აცნობეს, რომ ხელშეკრულება მხოლოდ არსებული დავალიანების დაფარვის შემდეგ შეწყდებოდა. გადასახადის "ზუსტი" ოდენობა სან-ხოსეს ფოსტით გაუგზავნეს. ქალი გაოგნდა, როდესაც თანხას დახედა. კომპანია მას 11.721.000.000.000.000 ევროს, იგივე 15 კვადრილიონ დოლარს ედავებოდა. 

"იმდენი ნული ეწერა, რომ წესიერად ვერც კი გავარკვიე, რა რიცხვი იყო" - განაცხადა სან-ხოსემ.

Bouygues Telecom-ის სატელეფონო ცენტრის ოპერატორთან გასაჩივრების შემდეგ, კომპანიიის თანამშრომლებმა სან-ხოსეს განუცხადეს, რომ შეცდომა არ იყო და მისი დავალიანება საკრედიტო ბარათიდან ავტომატურად ჩამოიჭრებოდა.

სატელეფონო ცენტის თანამშრომლებს არც ის ფაქტი გაკვირვებიათ, რომ ერთი ქალის სატელეფონო დავალიანება 600-ჯერ აღემატებოდა თავად საფრანგეთის 2011 წლის ბიუჯეტს.

სიტუაცია მას შემდეგ გამოსწორდა, რაც სან-ხოსე Bouygues Telecom-ის ხელმძღვანელობას გაესაუბრა. მათ გაარკვიეს, რომ აბონენტის დავალიანება მხოლოდ 117.21 ევრო იყო.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს