ამერიკელი პედაგოგის გაუპატიურებაში ბრალდებული ქართველი ჯარისკაცის პროცესი გორის სასამართლოში მეექვსე თვეა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დახურული სხდომა დასასრულს მიუახლოვდა, დაზარალებული პედაგოგის დაკითხვა ვერ მოხერხდა. ამერიკელი მასწავლებელი საქართველოში აღარ იმყოფება. გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებ ჯარისკაცს კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამერიკელი პედაგოგი, რომელიც საქართველოში 2012 წლის იანვარში პროგრამით "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან" ჩამოვიდა, 22 წლის ჯარისკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. "ჯარისკაცმა ამერიკელ პედაგოგს ორალურ სქესობრივ აქტზე უარი უთხრა, რის გამოც მოხალისე პედაგოგმა მას პოლიციაში უჩივლა", - აცხადებს ადვოკატი.
ამერიკელი პედაგოგის, 27 წლის კანზასელი გოგონას სხეულზე და ტანსაცმელზე ჩატარებული ტრასოლოგიური, გენეტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში წერია, რომ ძალადობის ნიშნები არ იკვეთება.
22 წლის ჯარისკაცი 2012 წლის 28 აპრილს დააკავეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
იხილეთ ასევე მოხალისე პედაგოგი ქართველ ჯარისკაცს სექსზე უარის თქმის გამო უჩივის
ამერიკელი პედაგოგი ქართველ ჯარისკაცს სექსზე უარის თქმის გამო უჩივის