მილიარდერი ცოლს ეძებს

მილიარდერი ცოლს ეძებს

47 წლის მილიარდერსა და უოლ-სტრიტის ყოფილ მოვაჭრე ლარი გრინფილდს სრული ბედნიერებისთვის ცოლი სჭირდება. მან სასურველი პარტნიორის ძებნაში ნახევარი ცხოვრება გაატარა. ლარი გაოცებას ვერ მალავს და ჟურნალისტებთან საკუთარ უიღბლობაზეც ხშირად წუწუნებს.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ლარიმ გაცნობის საიტებსა და მაჭანკლებში 65 000 დოლარი დახარჯა; ის პაემანზე 250-ჯერ არის ნამყოფი, მაგრამ უშედეგოდ.

მართალია ლარი საკუთარ თავს უიღბლოს უწოდებს, მაგრამ მისი კოლეგები ამბობენ, რომ ლარის მარტოობის ძირითადი მიზეზი მისი დიდი მოთხოვნებია. ლარის მეუღლე უნდა იყოს ტანადი, მხიარული, ებრაელი და არ აღელვებდეს კარიერა.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს