პრინცესა კეტრინს პირადი მცველი დაუფეხმძიმდა

პრინცესა კეტრინს პირადი მცველი დაუფეხმძიმდა

ემა პრობერტმა, ჰერცოგინია კეტრინის პირადმა მცველმა, რომელიც სამეფო ოჯახში მისი გამოჩენის შემდეგ კეიტს ყველგან თან ახლდა, სიურპრიზი გაუკეთა. ემამ გამოაცხადა, რომ ორსულად არის და ვეღარ შეძლებს ჰერცოგინიას თან ახლდეს დილის გარბენებისა და ოფიციალური ვიზიტების დროს.

კეტრინმა მცველს მიულოცა ეს სიახლე და იმედი გამოთქვა, რომ ემა კარგი დედა იქნება. ისიც კი თქვა, "დამასწროო", რითაც ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მისცა საბაბი, მისი დაფეხმძიმების თემაზე ელაპარაკათ.

ჰერცოგინიასთვის ეს მაინც არ იყო დადებითი სიახლე, რადგან ემას ძალიან ენდობოდა და ერთგულ მეგობრადაც მიიჩნევდა. ახლა, ამ რთულ პერიოდში, მას ახალი მცველის ძებნა მოუწევს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს