გიორგი კვირიკაშვილს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეფექტური მართვის იმედი აქვს.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის იმედს ეკონომიკური გუნდის მაქსიმალური კოორდინაცია აძლევს. გარდა ამისა, კვირიკაშვილი სამინისტროს მაქსიმალური გახსნილობისა და ხელმისაწვდომობის პირობას დებს. მინისტრობის ახალი კანდიდატი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის მივა სამინისტროში, თუმცა აცხადებს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამინისტროს მართვა იყოს ეფექტური, ხოლო პროფესიონალი კადრები თავიანთ ადგილებზე დარჩნენ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, სამომავლოდ ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი რესურსები.