ინდოელი მამაკაცი მამა 96 წლის ასაკში გახდა

ინდოელი მამაკაცი მამა 96 წლის ასაკში გახდა

ინდოელი გლეხი, რამაჯით რაგჰავი, ინდოეთში ყველაზე ხნიერ მამად აღიარეს - მას შვილი 96 წლის ასაკში შეეძინა და საკუთარი რეკორდი მოხსნა.

როგორც გაზეთი Times of India იუწყება, ორი წლის წინ რამაჯიტი პირველად გახდა მამა. 2010 წელს, 94 წლის ასაკში, მას ვაჟი შეეძინა.

რამაჯიტის მეუღლემ, 52 წლის შაკუნტალა დევიმ 5 ოქტომბერს იმშობიარა. ოჯახმა ამ სასიხარულო ამბის გამჟღავნება მანამ არ მოისურვა, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობდნენ.

რამაჯიტი და მისი მეუღლე ერთმანეთს 10 წლის წინ შეხვდნენ და ასაკის მიუხედავად მაინც გადაწყვიტეს ბავშვების გაჩენა.

96 წლის მამამ საკუთარი სიჭარმაგე  ჯანსაღი ცხოვრების წესით ახსნა. ის 5 საათზე იღვიძებს, შემდეგ მუშაობს და აუცილებლად იძინებს საღამოს 8 საათამდე. ყოველდღე ის 2 ლიტრ ძროხის ნატურალურ რძეს სვამს, ხოლო საკვები ხილით, ბოსტნეულითა და ტრადიციული ინდური პურით შემოიფარგლება.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს