მომავალი მთავრობა საგადასახადო განაკვეთების შესწავლას გეგმავს

მომავალი მთავრობა საგადასახადო განაკვეთების შესწავლას გეგმავს

მომავალი მთავრობა უახლოეს პერიოდში საგადასახადო განაკვეთების შესწავლას გეგმავს. როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური განმარტავს, განაკვეთების დაწევამდე ჯერ სერიოზული კვლევა უნდა ჩატარდეს და ამის შემდეგ გადაწყდება, დაიწევს თუ არა ქვეყანაში საგადასახადო განაკვეთები.

"რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, პირველი, რაც აწუხებს მოსახლეობას, ის არის, რომ საშემოსავლო გადასახადში გაჩნდება დაუბეგრავი მინიმუმის მცნება და ეს იქნება საარსებო მინიმუმის მოცულობის. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გადასახადების შემცირებაა, ეს არის საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და საგადასახადო ადმინისტრირების ჰარმონიზაცია, რათა არ დავახრჩოთ ბიზნესი და ის განვითარდეს. რაც შეეხება განაკვეთის დაწევას, ამას სჭირდება სერიოზული ანალიზი და ამ ანალიზის შემდეგ ვიმსჯელებთ განაკვეთების დაწევაზე", - აცხადებს ნოდარ ხადური.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ