მექსიკაში გიგანტური თევზი იპოვეს

მექსიკაში გიგანტური თევზი იპოვეს

მექსიკის სანაპიროზე გიგანტური ზომის თევზი გამოჩნდა, რომელსაც ზოგჯერ ლენტიან თევზსაც უწოდებენ. ის ზღვის ყველაზე გრძელი ბინადარია. მას კაშკაშა ვერცხლისფერი სხეული და წითელი, ან ნარინჯისფერი ფარფლი აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის სანაპიროზე გამოსული თევზი 6 მეტრი სიგრძისაა. ვიდრე თევზს წყალში დააბრუნებდნენ, მეცნიერებმა ნიმუშის აღება შეძლეს.

ლენტიანი თევზი ზღვის სიღრმეში ბინადრობს და ნაპირზე იმ შემთხვევაში გადის, თუ ავად არის, ან ტრავმა აქვს მიღებული. თევზი საშიში არ არის, რადგან კბილები არ აქვს. მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც ხალხს ის ნაპირზე გამოსული უნახავს - პირველი ფაქტი 2001 წელს ბაჰამის კუნძულებზე მოხდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს