როტერდამის მუზეუმიდან მხატვრების შედევრები მოიპარეს

როტერდამის მუზეუმიდან მხატვრების შედევრები მოიპარეს

ჰოლანდიის კუნსტჰალის მუზეუმში შეპარულ ქურდებს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ, რათა ბოლო ათწლეულის ძარცვა განეხორციელებინათ. მოპარული სურათების საერთო ღირებულება 300 მილიონი ევროა. კუნსტჰალის მუზეუმის დაცვა და პოლიცია ადგილზე განგაშის ამოქმედებიდან 5 წუთში მოვიდა. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ქურდებისათვის, რათა გოგენის, მატისის, მეიერ დე ჰანის, პიკასოს, ფროიდის და მონეს რამდენიმე ნამუშევარი გაეტაცათ - იუწყება დასავლური პრესა.

ეს ტრიტონის ფონდის კოლექციის პირველი საჯარო გამოფენა იყო და 150 ნამუშევარს შეიცავდა.

"კუნსტჰალის მუზეუმი 20 წლისა, კოლექცია კი უნიკალური იყო. ჩვენ ბევრი სხვა უნიკალური გამოფენაც გვქონია, თუმცა დღემდე ასეთი პრობლემები არ შეგვქმნია. რაც არ უნდა გააკეთო, 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია", - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

ეს ჰოლანდიაში ხელოვნების ნამუშევრების პირველი მასშტაბური ქურდობა როდია, 1991 წელს ამსტერდამში მძარცველებმა ვან გოგის 20 სურათი მოიპარეს.

"სურათები კრიმინალურ სამყაროში წლების განმავლობაში დარჩება. მათ გაყიდვას ვერ შეძლებენ, შესაძლოა დამნაშავეებმა სურათები გაანადგურონ კიდეც. მათი გაყიდვა კი შეუძლებელია", - განაცხადა უსაფრთხოების ექსპერტმა ტონ კერერმა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია გამოსასყიდის მოთხოვნა. უცნობია, როგორ შეძლეს ქურდებმა მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემის განეიტრალება ძალის გამოყენების გარეშე.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს