სასტუმრო მილში

სასტუმრო მილში

მექსიკაში უჩვეულო სასტუმრო TuboHotel გაიხსნა. ბეტონის ძველი მილი სასტუმროს ფუნქციას ასრულებს. სასტუმროს ნომერი 20 გირვანქა სტერლინგი ღირს. ის 2010 წელს გაიხსნა. უჩვეულო სასტუმროს უამრავი ადგილობრივი და ტურისტი სტუმრობს.

"ადრე აქ უამრავი მილი ეყარა, რომელიც სრულიად გამოუსადეგარი იყო და გარემოსაც აუშნოვებდა. მივხვდი, რომ მათი დახმარებით კარგი ბიზნესის წამოწყებას შევძლებდი", - ამბობს სასტუმროს მფლობელი რობ ანდერსონი.

მილში კომფორტული საძინებელი ოთახია მოწყობილი. ოთახში ლოგინი, ლამპა და შემინული კარი დაგხვდებათ; სასტუმროდან კი ულამაზესი ხედი იშლება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს