ინდოეთის მუზეუმიდან 100 მლნ დოლარის ღირებულების ექსპონატები მოიპარეს

ინდოეთის მუზეუმიდან 100 მლნ დოლარის ღირებულების ექსპონატები მოიპარეს

ინდოეთში 17 ოქტომბრის ღამეს ქალაქ რევას სამეფო მუზეუმი გაქურდეს. მუზეუმიდან 5 მლრდ რუპიის (100 მლნ დოლარი) ღირებულების ექსპონატები მოიპარეს.

გამტაცებლები მუზეუმის ტერიტორიაზე გვიან ღამით შეიჭრნენ. მათ დარაჯს ესროლეს, რის შემდეგაც მუზეუმიდან ექსპონატები თავისუფლად გამოიტანეს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი პოლიციის განყოფილებიდან 500 მეტრში მდებარეობს.

ამჟამად მოპარული ნივთების რაოდენობა დგინდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მუზეუმიდან 40-კილოგრამიანი ვერცხლის ქოლგა, სამეფო ტახტი, ერთი ოქროს და სამი ვერცხლის ლამფა, იარაღი და სპილოების სადღესასწაულო საბნებია წაღებული.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ქურდობაში მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელია გარეული.

მომზადებულია NDTV-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს