პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს ავტომანქანა აჩუქა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს ავტომანქანა აჩუქა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს ავტომანქანა "Toyota LC 200” (სახელწიფო ნომრით BVB 515) გადასცა. განკარგულებას ავტომანქანის ბალანსზე აყვანის თაობაზე ხელს გუბერნატორი სულხან სიბაშვილი აწერს. დოკუმენტი 2012 წლის 14 აგვისტოთი თარიღდება.

კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომანქანა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 28 ივლისის #1151 ბრძანების შესაბამისად გუბერნიის ბალანსზე გადმოვიდა. "Toyota LC Prado” მერაბიშვილის ბრძანების შესაბამისად, 2012 წლის 2 აგვისტოს "ტოიოტა ცენტრისგან" შეიძინეს.

ამჟამად, რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია თვეში 4400 ლიტრ საწვავს ხარჯავს. ამჟამინდელ გუბერნატორის სულხან სიბაშვილის განკარგულებით, ზღვრული ლიმიტები გადანაწილდა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა