პერუს ჯარისკაცებმა გიგანტური ღამურა დაიჭირეს, რომელიც შინაურ ცხოველებს თავს ესხმოდა. იყო შემთხვევა, როცა ღამურა თავს დაესხა ადგილობრივ მკვიდრსაც.
სამხედროებმა, ფაქტობრივად, მფრინავი მელა დაიჭირეს, რომელიც ხელფრთიანთა ოჯახს განეკუთვნება. ზოგიერთი ჯიშის ღამურის სხეულის სიგრძე 42 სმ-ს აღწევს, გაშლილი ფრთების სიგრძე კი 1,7 მ-ს. ჩვეულებრივი ღამურებისგან განსხვავებით, ხელფრთიანები მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში ბინადრობენ: აზიაში და აფრიკაში.
პერუში ღამურები ადამიანებს ხშირად ესხმიან თავს. 2010 წელს პერუს მხოლოდ ორ პროვინციაში ვამპირი ღამურების თავდასხმის 3500 შემთხვევა დაფიქსირდა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.