ცნობილ თურქ მუსიკოსს მკრეხელობაში ედება ბრალი

ცნობილ თურქ მუსიკოსს მკრეხელობაში ედება ბრალი

მსოფლიოში ცნობილ თურქ კომპოზიტორსა და პიანისტ ფაზილ სეის ადგილობრივი მთავრობა მკრეხელობაში სდებს ბრალს. მუსიკოსის "ტვიტერის" გვერდზე, მთავრობის მტკიცებით, ფაზილ სეი ისლამისათვის შეურაცხმყოფელ კომენტარებს აქვეყნებს.

ფაზილ სეის დაკავებამ თურქეთის კულტურულ წრეებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მუსიკოსის თაყვანისმცემლებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩებს მიაშურეს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა მოითხოვეს.

"ის ჩვენი საერთაშორისო ვარსკვლავია. იგი უნდა გაათავისუფლონ, რათა მსოფლიო საკუთარი კომპოზიციებითა და შესრულებით გაახაროს", - აცხადებს მსახიობი რუტგაი აზიზი.

თავად ფაზილ საი კი, რომელიც ათეისტია და თურქეთის კონსერვატიული ლიდერების კრიტიკით გამოირჩევა, აცხადებს რომ საკუთარ კომენტარებს მკრეხელობად არ მიიჩნევს.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ფაზილ საის 18 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს