ჩრდილის ხელოვნება

ჩრდილის ხელოვნება

უფორმო, თითქმის გამოუსადეგარი ნახერხი და სხვადასხვა ნარჩენები შესაძლოა, ხელოვნების ნიმუშებად იქცეს. ეს ბრიტანელი მხატვრების ტიმ ნობლისა და სიუ უებსტერის ინსტალაციამ Nihilistic Optimistic-მა ცხადყო.

მხატვარი სკულპტორები მასალად მხოლოდ გამოუსადეგარ ნივთებს, ნახერხებს და ჯართს იყენებენ. მათი ინსტალაცია ლონდონში განთავსდა. სულ გამოფენაზე 6 უფორმო სკულპტურა გამოფინეს, თუმცა მათ მნიშვნელობა მხოლოდ მას შემდეგ შეიძინეს, რაც სპეციალური განათება ჩაირთო.

აღმოჩნდა, რომ ამ გამოუსადეგარი ნივთების ხროვას ულამაზესი ჩრდილების შექმნა შეუძლია. სკულპტურებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ქალისა და კაცის სილუეტებია, რომლებიც ზურგით სხედან.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს