საწვავის გაიაფების პროცესი გრძელდება

საწვავის გაიაფების პროცესი გრძელდება

ქართულ ბაზარზე საწვავის გაიაფების პროცესი გრძელდება. "ვისოლის" შემდეგ ფასების კორექტირება კომპანია "გალფმა" მოხდინა.

"გალფის" ავტოგასამართ სადგურებზე "სუპერი" - 2.27 ლარი, "პრემიუმი" - 2.24 ლარი, "ევრო დიზელი" კი - 2.26 ლარი ეღირება.

როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.

"ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოების ინტერესს და ამ საკითხზე მუშაობას კვლავაც განვაგრძობთ. უახლოეს მომავალში "გალფი" ფასის შემცირებას სხვა პროდუქტებზეც გეგმავს", - აცხადებენ მენეჯმენტში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ