ამერიკელმა მამაკაცმა 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

ამერიკელმა მამაკაცმა 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

32 წლის ნიუ-იორკელმა ჯასტინ ჯედლიკამ დაახლოებით 100 000 დოლარი დახარჯა 90 პლასტიკურ ოპერაციაზე, რათა იდეალური გარეგნობა ჰქონოდა.

ერთი შეხედვით ჯასტინი ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულს გავს, მაგრამ სინამდვილეში მისი ნავარჯიშები კუნთები მხოლოდ პლასტმასისა და სილიკონისგან არის შექმნილი. მას მკერდში იმპლანტანები აქვს ჩადგმული, ხოლო მუცლის პრესი პოლიმირებული გისოსების დამსახურებაა. კუნთების ზედმეტი დაძაბვა და დაჭიმვა მისთვის რეკომენდირებული არ არის, ვინაიდან შეიძლება "მოდელირებული" კუნთები გასკდეს და მათგან სქელი, უფერო სითხე გადმოიღვრება.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჯასტინმა იდეალური ტანადობა ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის გარეშე მოინდომა და ეს საქმე პროფესიონალ ქირურგებს ანდო. 10 წლის განმავლობაში მან 90 პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა და ახლა მას თოჯინა "ბარბის" მეუღლეს, კენს ადარებენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯასტინმა აღიარა, რომ პლასტიკური ქირურგიისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აქვს.

"მიყვარს საკუთარი თავის მოდერნიზება და რაც უფრო რთულია ოპერაცია, მით უკეთესი. სიამოვნებას მანიჭებს, რომ სხვებზე უკეთ გამოვიყურები" - განაცხადა ჯასტინმა.

მამაკაცმა 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

მამაკაცმა 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

იხილეთ ვიდეო: ამერიკელმა მამაკაცმა იდეალური გარეგნობის მისაღებად 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს