ვენაში მეტროს მგზავრი მამაკაცებისთვის იღბლიანი დილა გათენდა - მეტროსადგურ Kardinal-Nagl-Platz-ის ვაგონში სრულიად შიშველი ქალბატონი შევიდა. გოგონას მხოლოდ ტყავის ჩექმები ეცვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის უხერხულობას არ გრძნობდა, მგზავრებს უღიმოდა და რამდენიმე გაჩერების შემდეგ ვაგონიდან გავიდა. მისთვის ფოტოსურათების გადაღებაც მხოლოდ რამდენიმე მგზავრმა მოახერხა.
სადგურის მომსახურე პერსონალი უცნობი ქალბატონის იდენტიფიცირებას ცდილობს. მათ რამდენიმე ფოტო ადგილობრივ გაზეთებშიც დაბეჭდეს და ითხოვეს, თუკი ვინმე ამ ქალბატონს ამოიცნობს, ინფორმაცია სასწრაფოდ მიაწოდონ. ქალბატონის საქციელმა სადგურის თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი გააღიზიანა.
მომზადებულია scallywagandvagabond.com-ის მიხედვით.