"ცოცხალი" ავტომობილი

"ცოცხალი" ავტომობილი

მხატვარმა ემა ჰაკმა 17 შიშველი ადამიანისგან ავტომობილის ფიგურა შექმნა. კომპოზიციის ყველა დეტალი ზედმიწევნით არის გათვალისწინებული - ქალის თავი სარკის ფუნქციას ასრულებს, მამაკაცის ზურგზე ავტომობილის ნომრისთვის განკუთვნილი დაფაა მიხატული, ერთ-ერთი მოდელის სხეულს კი საქარე მინის ფუნქცია აკისრია.

მხატვარმა ადამიანების სხეული ლურჯი, თეთრი, შავი და ვერცხლისფერი საღებავით მოხატა. ემა ნამუშევარზე 18 საათი მუშაობდა.

ტექნიკური თვალსაზრისით, მსგავსი ნამუშევრის შექმნა ძალიან რთული და შრომატევადია, რადგან კონკრეტული ფიგურის "მასალად" ცოცხალ ადამიანებს იყენებ. ემამ დამტვრეული ავტომობილის ფოტოსურათის მიხედვით, ადამიანის სხეული კონკრეტული დეტალის შესაფერისი ფერით მოხატა.

ყოველ ჯერზე პროექტში მონაწილე ადამიანებს შერჩეულ პოზიციაზე დაბრუნება უწევდათ. ემა თითოეულ პიროვნებას კონკრეტულ ადგილს უთითებდა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი თუნდაც ერთ არასწორ მოძრაობას გააკეთებდა, კომპოზიცია დაიშლებოდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს