მსოფლიოში ყველაზე პატარა მოწყობილობები

მსოფლიოში ყველაზე პატარა მოწყობილობები

მხოლოდ საბჭოთა კავშირი ამაყობდა იმით, რომ მისი მოკროპროცესორები - მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო. დანარჩენ მსოფლიოში კი სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესი სულ უფრო და უფრო პატარა მოწყობილობებს ქმნიდა.

ყველაზე პატარა მობილური ტელეფონი - ტელეფონი Neo 808i მსოფლიოში ყველაზე პატარა სრულფასოვანი მობილურია. ტელეფონს ღილაკებიანი კლავიატურა, 1,2 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა, ეკრანი და 4 გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს.

ყველაზე პატარა ფოტოკამერა - ზოგადად ყველაზე პატარა ფოტოკამერები მობილურ ტელეფონშია. მაგრამ მათ ცალკე მოწყობილობად ვერ ჩავთვლით. ამიტომ ყველაზე პატარა ფოტოკამერად Chobi Cam One-ი ითვლება, რომლის ზომები 2,86, 2.54-სა და 2.7-სანტიმეტრზეა. ამასთან, მას შესაცვლელი ობიექტივები და ფოტოების სანახავად ეკრანიც აქვს. კამერა ფოტოებს მხოლოდ 2 მეგაპიქსელის გაფართოებით იღებს.

ყველაზე პატარა აკვარიუმი - რუსმა დიზაინერებმა ანატოლი და სტანისლავ კონენკოებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა აკვარიუმი შექმნეს. იგი სიგრძეში 30, სიგანეში 14 და სიმაღლეში 24 მილიმეტრია. მასში 10 გრამი წყალი და დანიო-რერიოს სახეობის მხოლოდ ერთი თევზი ეტევა.

ყველაზე პატარა პერსონალური კომპიუტერი - კომპიუტერი Raspberry Pi USB-მეხსიერების ჩიპის ზომისაა. ამასთან, ეს მუშა პერსონალური კომპიუტერია, რომელსაც ტექსტური სიხშირის 700 მეგაჰერციანი პროცესორი, ვიდეოპორტი, მოსახსნელი ინფორმაციის მატარებელი, 128 მეგაბაიტიანი ოპერატიული მახსოვრობა და USB-პორტი აქვს.

ყველაზე პატარა ეკრანი - გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პატარა ეკრანი შოტლანდიური კომპანია MicroEmissive Displays-ის ლაბორატორიაში შექმნეს. მისი სიგრძე 3.84, ხოლო სიგანე 2.88 მილიმეტრია.

ყველაზე პატარა იარაღი - მსოფლიოში ყველაზე პატარა იარაღი შვეიცარიული Swiss Mini Gun-ია. მისი სიგრძე 5 სანტიმეტრია და 19,8 გრამს იწონის. იგი სპეციალურად მისთვის შექმნილი 2,34 მილიმეტრიანი კალიბრის ვაზნებით და 0,128 გრამიანი ტყვიებით იტენება.

ყველაზე პატარა მაუსი - კომპიუტერის მაუსი Swiftpoint SLIDER-ის სამართავად ხელის მთელი მტევანი საჭირო არაა, ამისთვის რამდენიმე თითიც საკმარისია.

ყველაზე პატარა პროექტორი- კომპანია 3M-ის პროექტორი Tiny Projector-ი მსოფლიოში ყველაზე პატარად ითვლება. იგი მობილური ტელეფონებისთვისაა გათვლილი.

ყველაზე პატარა ნოუთბუქი - ნოუთბუქი UMID Mbook-ი, რომელსაც 4,5 დიუმიანი დიაგონალის ეკრანი აქვს, მსოფლიოში ყველაზე პატარაა. ამის მიუხედავად, მას სრულფასოვანი QWERTY-კლავიატურა, Atom-ის პროცესორი და ვებ-კამერა აქვს. იგი ოპერაციული სისტემა Windows XP-ით მუშაობს.

მომზადებულია Novate.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს