56 წლის სტივენ გოუ, ასევე ცნობილი როგორც "შიშველი მოგზაური" ყოფილი ბრიტანელი სამხედროა. მან 2003-2004 წლებში დიდი ბრიტანეთი შიშველმა შემოიარა. 2005-2006 წლებში სტივენმა იგივე მარშრუტი გაიმეორა. ახლა კი "შიშველი მოგზაური" მთელი მსოფლიოს შემოვლას გეგმავს.
2005-2006 წლებში, როდესაც სტივენ გოუმ ინგლისში მოგზაურობა მეორედ წამოიწყო, დააპატიმრეს. მან ბოლო 6 წელი ციხეში გაატარა: ყოველ ჯერზე, როდესაც მას ციხიდან უშვებდნენ, იგივეს აკეთებდა.
სტივენ გოუმ სასჯელის უდიდესი ნაწილი შოტლანდიაში, საუტონისა და პერტის ციხეებში მოიხადა.
სტივენი საკუთარ საიტზე წერს, რომ ადამიანის იძულება, ტანსაცმელი ჩაიცვას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, აქტივისტი აცხადებს, რომ მის მიმართ კონვენციის მე-3 და მე-5-11 მუხლებიც არაერთხელ დაირღვა.
სტივენი ჯგუფის წევრია, რომელსაც "თავისუფლებაა იყო ისეთი, როგორიც ხარ" ქვია. ორგანიზაციის წევრები მხარს საზოგადოებრივ ადგილებში გაშიშვლებას უჭერენ.
2012 წელს ბრიტანელმა მამაკაცმა მორიგი სასჯელი მოიხადა და ციხიდან გამოსვლიდან მეორე დღესვე ქუჩაში შიშველი გამოვიდა.





მომზადებულია topnews-ის მიხედვით.