მსოფლიო ბანკმა საქართველო წლის ბიზნეს ათეულში შეიყვანა

მსოფლიო ბანკმა საქართველო წლის ბიზნეს ათეულში შეიყვანა

მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო მეცხრე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია.

წლის ბიზნეს რეფორმატორი პოლონეთი გახდა, ბიზნესისათვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ადვილ გარემოდ კი კვლავაც სინგაპური სახელდება.

ჯამში მეცხრე ადგილზე გასულმა საქართველომ ცალკეულ ნომინაციებში უკეთესი შედეგებიც აჩვენა.

მაგალითად, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქონების დარეგისტრირება ყველაზე ადვილია.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ასევე უპრობლემოდ ხდება მშენებლობის ნებართვის აღება (მე-3 ადგილი) და საბანკო სესხების გაცემა (მე-4 ადგილი).

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ