პაპების ავტომობილების გამოფენა ვატიკანში

პაპების ავტომობილების გამოფენა ვატიკანში

ვატიკანის მუზეუმში პაპების კუთვნილი ისტორიული სატრანსპორტო საშუალებების გამოფენა მოეწყო. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილების გარდა, აქ ასევე შეხვდებით ძვირფასი თვლებით მოოჭვილ ეტლებს, რომელსაც პაპები მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე იყენებდნენ.

ყველა მათგანს თან ახლავს საფირმო ნიშანი, ორი გადაჯვარედინებული გასაღები, ვატიკანის სიმბოლო. ”პაპმობილებმა” განსაკუთრებული პოპულარობა იოანე პავლე მეორის დროს მოიპოვეს, რომელიც სახურავგადახდილ ჯიპისმაგვარ ავტომობილს იყენებდა, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა - 1981 წელს მას თურქმა ტერორისტმა მეჰმეტ-ალი აგჯამ ესროლა და მძიმედ დაჭრა. გადარჩენილმა პაპმა მოგვიანებით აგჯას დანაშაული მიუტევა.

მომზადებულია reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს