ფსიქოლოგებმა ქალის იდეალური დღის განრიგი შეადგინეს. მათ გაარკვიეს, ქალებს დღის განმავლობაში რისი გაკეთება უნდათ. აღმოჩნდა, რომ სუსტი სქესისთვის პრიორიტეტს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა წარმოადგენს - მათ ამისთვის ყოველდღიურად 10 საათიც კი არ ენანებათ. ყველაზე ნაკლებად ქალებს მუშაობა და ტრანსპორტით მგზავრობა ხიბლავთ - ამისთვის ქალბატონები მხოლოდ ნახევარ საათს გაიმეტებდნენ.
კვლევაზე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობდნენ: მათ 38 წლის 900 ქალი გამოკითხეს. მკვლევარები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ როგორ ატარებენ რესპოდენტები ჩვეულებრივ დღეს და როგორ ისურვებდნენ მის გატარებას.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ ქალისთვის ყველაზე პრიორიტეტული კომპიუტერია. ქალი კომპიუტერს 90 წუთს დაუთმობდა. ხოლო ტელეფონით საუბარს - 60 წუთს. ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას - 82 წუთს.
აი, საჭმელს კი უხალისოდ ამზადებენ - ამისთვის მათ 50 წუთზე მეტის დახარჯვა არ სურთ. მიუხედავად ამისა, ჭამის პროცესს დღე-ღამეში 78 წუთს დაუთმობდნენ. რვა საათიანი სამუშაო დღე ქალებს ნამდვილად არ აწყობთ - მუშაობაზე მათ მხოლოდ 36 წუთის დახარჯვა სურთ. უფრო ნაკლებად მოსწონთ ტრანსპორტით მგზავრობა.
მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ქალებმა შეთავაზებულ განრიგსაც რომ მისდიონ, ისინი აბსოლუტურად ბედნიერები მაინც ვერ იქნებიან.
"ყველაზე საყვარელი საქმიანობაც კი გვბეზრდება, თუ მისით დიდხანს ვართ დაკავებულნი",- აცხადებენ კვლევის ავტორები.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.