პარლამენტის საკონფერენციო და სათათბირო დარბაზებიდან გამოსული დეპუტატები და ჟურნალისტები უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პრობლემები ექმნება დარბაზებში დამონტაჟებულ კარებს, რომლებიც თვითნებურად იკეტება და შემდგომ მათი გაღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ანალოგიური პრობლემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს დავით ნარმანიას აქვს, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა მოუსმინოს.
კომიტეტის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატებს საკუთარ ინიციატივებზე ესაუბრება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური, რომლის შემდეგაც დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ ნარმანიას, თუმცა ის დარბაზში შესვლას ვერ ახერხებს, რადგან კარი ჩაკეტილია.
დეპუტატები ცდილობენ კარის ძალით გაღებას, თუმცა კარებს სახელური სძვრება.