ცნობილი დიზაინერების სათამაშო დათვები

ცნობილი დიზაინერების სათამაშო დათვები

უკვე მეორე წელია, მოდის სახლები უჩვეულო აქციას აწყობენ: მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები Pudsey-ის სათამაშო დათვების ორიგინალურ კოლექციას ქმნიან. ამ სათამაშოებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში გაჩნდა.

ამჯერად მოდურ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს Louis Vuitton-მა, Balenciaga-მ, Burberry-მ, Versace-მ, Gucci-მ, Alexander-მა McQueen-მა, Pucci-მ, Vivienne Westwood-მა. მათ რიგებს დევიდ ბექჰემის მეუღლე, დიზაინერი ვიქტორია ბექჰემიც შეუერთდა. ვიქტორიას თქმით, ის დიდხანს ცდილობდა ორიგინალური დიზაინის ფუმფულა დათვის შექმნას. ბოლოს მას მისი სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, პატარა ჰარპერი დაეხმარნენ.

კოლექციას აუქციონზე 15 ნოემბერს გაიტანენ - გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბავშვთა დახმარების ფონდებში.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს