არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები

არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები

ახლახან არქიტექტურის საერთაშორისო ფერტივალი 2012 (World Architecture Festival 2012) დასრულდა. ფესტივალი არქიტექტურისა და დიზაინის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, რომელიც 2008 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. პირველი კონკურსი იტალიაში, მილანში გაიმართა.

წელს ფესტივალი სინგაპურში ჩატარდა. ღონისძიებაზე 33 კატეგორიაში 300 პროექტი იყო წარმოდგენილი. კონკურსი სამი დღე გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ჟიურის წევრებმა საუკეთესოები შეარჩიეს.

წელს ფესტივალის აბსოლუტური გამარჯვებული პროექტი Cooled Conservatories at Gardens by the Bay გახდა. Gardens by the Bay ლონდონურმა ბიურო Wilkinson Eyre Architects-მა შექმნა.

იგი სინგაპურში, Marina Bay-ის რაიონის სანაპიროზეა განთავსებული. სანაპიროზე ორი ნიჟარის ფორმის დახურული სათბურია გადაჭიმული, რომლის შიგნით გრანდიოზული ტროპიკული ბაღია.

პირველი ნიჟარა 1.2 ჰექტარზეა გადაჭიმული და მშრალ, ხმელთაშუა ზღვის და სუბტროპიკული რეგიონების ნახევრად არიდული კლიმატის იმიტაციას ქმნის. მეორე ნიჟარაში 0,8 ჰექტარზე განთავსებული ტროპიკული ტყეა - აქ ტროპიკული მთიანი რეგიონების გრილი და ნოტიო ჰავაა. Gardens by the Bay-ში ყველა კონტინენტიდან 226 000 მცენარეა წარმოდგენილი.

1. კატეგორიაში: "სავაჭრო ცენტრები" გამარჯვება Klein Dytham Architects-მა ნამუშევრისთვის - T-Site მოიპოვა (იაპონია).

2. კატეგორიაში: "ვილები" გაიმარჯვა John Wardle Architects-მა ნამუშევრისთვის- Shearer’s Quarters (ავსტრალია).

3.კატეგორიაში: "ტრანსპორტი" გაიმარჯვა  Tabanlioglu Architects-მ ნამუშევრისთვის Bodrum International Airport (თურქეთი).

4.კატეგორიაში: "სკოლები"გამარჯვება Vo Trong Nghia Architects-მა ნამუშევრისთვის - Binh Duong School მოიპოვა (ვიეტნამი).

5. კატეგორიაში: "უნივერსიტეტები და სასწავლო ცენტრები" პირველ ადგილზე Stanton Williams, ნამუშევრისთვის - Campus for Central Saint Martins გავიდა (ინგლისი).

6.კატეგორიაში: "ჯანდაცვა" გაიმარჯვა Billard Leece Partnership-მა და Bates Smart-მა ნამუშევრისთვის -The Royal Children’s Hospital (ავსტრალია).

7. კატეგორიაში: "არარეალური პოექტები (საცხოვრებელი)" გამაჯვება Sanjay Puri-მ ნამუშევრისთვის -Terasa 153 მოიპოვა. (ჩერნოგორია)

8. კატეგორიაში: "არარეალური პროექტები (კულტურა)" გაიმარჯვა Aedas Beijing-მა ნამუშევრისთვის - Beijing Artist Village Gallery Product (ჩინეთი).

9. კატეგორიაში: "არარეალური პროექტები (კომერციული დასასვენებელი)" გამარჯვება SSH-მა ნამუშევრისთვის - Gunoot Eco Resort მოიპოვა (ომანი).

10. კეტეგორიაში: არარეალური პროექტები -განათლება" გამარჯვებულია EAA-Emre Arolat Architects ნამუშევრისთვის - AGU City City Campus (თურქეთი).

მომზადებულია stroykanews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს