კრედიტებზე პროცენტის ხელოვნურად დაწევა შეუძლებელია, ეს ბაზარმა და ეკონომიკამ უნდა დაარეგულიროს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ვაშაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, აპირებს თუ არა კრედიტების ჩამოწერას მოსახლეობისთვის და რა ნიშნულამდე გეგმავს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, კანონით ამის დარეგულირება შეუძლებელი იქნება.
"საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, თავის დროზე, შესაძლოა გავლენა ინვესტიციებმა მოახდიონოს. რაც შეეხება კრედიტების ჩამოწერას, დღეს ბევრი ოჯახი ქუჩაში რჩება იპოთეკური კრედიტების გამო. ჯერ ვერ მოვნახეთ მექანიზმი, მაგრამ ვეძებთ გზას როგორ დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ კომერციული ბანკები არ დავაზარალოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.